პრომო-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომო-კონსულტანტი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
კომპანია "მარშე" 2012 წლიდან შემოვიდა ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.

ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხითა და გემოვნებით გამორჩეული პროდუქტები სამომხმარებლო ბაზრისთვის და ვიყოთ წამყვანი პარტნიორი ქართულ HORECA ბიზნესში განსაკუთრებული პროდუქტების მიწოდებითა და ბიზნეს გადაწყვეტილებების შეთავაზებით, სადაც წინა პლანზე ყოველთვის ინოვაციური და პროფესიონალური მიდგომები იქნება. ჩვენ ვაცნობიერებთ დროისა და ინდივიდუალური საჭიროებების მნიშვნელობას ამ ბიზნესში და ყველა პარტნიორთან მაქსიმალური მოქნილობით გამოვირჩევით.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განურჩევლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პრომო-კონსულტანტის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: თბილისი, ვაკე
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
სახელფასო სისტემა: ბონუსური

ძირითადი მოვალეობები:

** "მარშეს" პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** "მარშეს" პროდუქციის წარდგენა/დეგუსტაციის შეთავაზება
** "მარშეს" მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება;
** სავაჭრო ობიექტებში მარშეს პროდუქციის ვიზუალიზაცია.

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

** ასაკი: 18-30 წლამდე;
** სქესი - მდედრობითი;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** ​პრეზენტაბელურობა.

დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** პირველადი გასაუბრება არმ სამსახურთან;
** საბოლოო გასაუბრება მიმართულების ხელმძღვანელთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე: hr@marshe.ge; სათაურის ველში მიუთითეთ "PROMO", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28 ოქტომბერი 2019 წელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე