მონაცემთა ბაზების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ბაზების ოპერატორი
მომწოდებელი: Hotel Hub
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
"Hotel Hub" არის სასტუმროების ონლაინ ჯავშნების პლატფორმა. სრულიად ინოვაციური პროექტი ქართული ტურიზმის, კერძოდ კი ჰოსფითალითი ინდუსტრიაში. "Hotel Hub" მოიცავს რამდენიმე ასეულ კორპორატიულ პარტნიორს 19+ ქვეყანაში და 140+ სასტუმროს ჯავშნების სისტემაში. ჩვენი ფილოსოფია მარტივია - ჩვენ გვიყვარს საკუთარი საქმე. ჩვენ ვთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტსა და სიმყუდროვეს ჩვენს სტუმრებს.

პოზიცია: მონაცემთა ბაზების ოპერატორი

სამუშაოს აღწერილობა:

** სასტუმროების ონლაინ ჯავშნების მართვის სისტემის მართვა-კოორდინაცია;
** სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე სასტუმროების ფასების შედარება ყოველკვირეულად;
** ახალ პარტნიორთან ადმინისტრაციული ნაწილის მართვა (ხელმოწერილი ხელშეკრულების გაგზავნა და სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება);
** არსებულ პარტნიორთან ნებისმიერი წამოჭრილი პრობლემის მოგვარება, როგორც ტექნიკური, ასევე ინფორმაციული კუთხით;

ვის ვეძებთ ჩვენ:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია 0-1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით (არ არის აუცილებელი);
** განიხილებიან ახალი კურსდამთავრებულები, ვისაც აქვთ მოტივაცია და არიან დაინტერესებულნი ამ ინდუსტრიით;
** აუცილებელია ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში გამოცდილების მიღების პერსპექტივას;
** სასიამოვნო და მყუდრო სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას, ინტერესების შესაბამისად;
** სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, გუნდის შეკავშირების მიზნით;

პირობები:

** თანამდებობრივი სარგო: 600 ლარი (ხელზე ასაღები);
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hotelhub.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ინტერვიუები დაიგეგმება მიღებული რეზიუმეების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთან.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე