გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: SafetyLine
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
"SafetyLine" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობაზე: გაყიდვების მენეჯერი.

სამუშაოს აღწერა:

** ახალი კორპორატიული მომხმარებლების მოძიება, კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით;
** აღნიშნული შეხვედრების შედეგებზე რეპორტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სისტემის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** MS Office - პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** პუნქტუალური, მოწესრიგებული, დისციპლინირებული.

კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@safetyline.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე