მთავარი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი იურისტი
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** წარმომადგენლობა სასამართლოს ყველა ინსტანციაში
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სამართლის ბაკალავრი (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება) აუცილებელია
** ადვოკატთა ასოციაციის წევრი
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: zarnadzeg@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე