დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: დანიური სახლი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
"დანიური სახლი" 1999 წელს დაარსდა და უკვე ათწლეულზე მეტია, რაც წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია ერთ-ერთი ლიდერია საყოფაცხოვრებო პროდუქციის საცალო გაყიდვების სფეროში.
დღესდღეობით კომპანია წარმოდგენილია 11 ფილიალით, რომელთაგან 4 მდებარეობს თბილისში, ხოლო 7 საქართველოს რეგიონებში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზ. N158-ში.

"დანიური სახლი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენება: კვირაში 2 დღე.
ანაზღაურება: 450 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:

** სავაჭრო ობიექტებზე უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
** მოპარვის საწინააღმდეგო სისტემებთან მუშაობის პრაქტიკა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-მისამართზე: hr@dgholding.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დაცვის თანამშრომელი-ბათუმი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

"დანიური სახლი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე