საოპერაციო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ადელანტე
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს 15 სხვადასხვა ქვეყანაში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ქსელის მასშტაბით, 15 სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო საწყობების მართვა და ლოკალურ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობა
** კომპანიის ქსელის მასშტაბით ლოჯისტიკური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი
** კომპანიის ქსელში არსებულ პარტნიორ კომპანიებთან/ მომწოდებლებთან და საწყობებთან ურთიერთობა
** მომწოდებლებთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება/განახლება
** კომპანიის ქსელის მარაგების მუდმივი მონიტორინგი
** კომპანიის ქსელის მასშტაბით შეკვეთების მიღება და შესრულება
** კომპანიის ქსელის მასშტაბით კომპანიის ლოჯისტიკური პროცესების მუდმივი ზედამხედველობა
** ანალიზი და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მენეჯმენტის/ლოჯისტიკის მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** საერთაშორისო პარტნიორებთან/მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** MS Office-ის ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია: აღნიშნულ პოზიციაზე თანამშრომელს ექნება საზღვარგარეთ ხშირი მივლინების საჭიროება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი "ადელანტეს" საიტზე: http://career.adelante.ge/Job/106 2019 წლის 23 ნოემბრამდე.

შენიშვნა: გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები შემოსვლისთანავე განიხილება. იჩქარეთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე