მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: IDS Borjomi
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
სადისტრიბუციო კომპანია "შპს აიდიეს ბორჯომი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი ა/ს საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტით;
** კომპანიის პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულ ადგილამდე;
** ეხმარება ექსპედიტორს პროდუქციის გადმოტვირთვაში;
** აკონტროლებს საწვავის მარაგს და საჭიროებისამებრ უზრუნველყობს ავტომობილს საწვავით - მხოლოდ კომპანიის მიერ განსაზღვრულ ავტოგასამართ სადგურებში;
** მუდმივად აკონტროლებს რამდენად გამართულ მდგომარეობაშია ა/ს საშუალება. ახდენს პირველად დიაგნოსტირებას, რაიმე დაზიანების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ ატყობინებს ტრანსპორტის სპეციალისტს ან სატრანსპორტო განყოფილების ხელმძღვანელს და ავსებს შესაბამის ფორმას.
** სამუშაოს დასრულებისას მოჰყავს ავტომობილი ფარეხში.

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B და C კატეგორია აუცილებელია
** სატვირთო ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე tbidzinashvili@borjomi.com

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე