დისტრიბუციის დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუციის დირექტორი
მომწოდებელი: sushi24.ge
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
საინვესტიციო ჯგუფი "VVCAPITAL"-ის კომპანია "Sushi24" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის დირექტორის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა და კრეატიულ თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს კვალიფიკაციის გათვალისწინებით - 2500 ლარიდან (NET) და ბონუსს გაყიდვებიდან.

სამუშაო ადგილია: ქ. თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი 56ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე, 10-დან 19 საათამდე, შაბათი-კვირა დასვენების დღეებია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
** უცხო ენების - ინგლისურისა და რუსულის თავისუფლად ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა - MS Office
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** მოლაპარაკების სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გაყიდვები გუნდის შექმნის და მართვის უნარი;
** ოპერატიული რეაგირება, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა, კატეგორიზაცია და არსებული ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზების გაკეთება (შეხვედრა);
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება;
** გაყიდვების ზრდა;
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები და ამოცანები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (ინგლისურ ან რუსულ ენაზე) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge და ველში "Subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დისტრიბუციის დირექტორი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე