სტაჟირება - რეისის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - რეისის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
კომპანია GASA - "ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი" (www.gasa.ge) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას რეისის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მგზავრთა რეგისტრაციის პროცესის დაწყება და დასრულება;
** მგზავრთა რეგისტრაციის პროცესის კონტროლი;
** მგზავრთა ჩასხდომის პროცესის კონტროლი;
** საჰაერო ხომალდში ბარგის ჩატვირთვა გადმოტვირთვის პროცესის მეთვალყურეობა;
** რეისის ეკიპაჟის მომსახურეობა;

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია განათლება საავიაციო მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@gasa.ge. წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე