პროდუქციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქციის მენეჯერი
მომწოდებელი: ფარმაცევტული სახლი+
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
ფარმაცევტული კომპანია "ფარმსაცევტული სახლი+" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო)
** აუცილებელია ფარმაცევტულ სფეროში პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე, მარკეტინგში ან გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint Presentation) სავალდებულოა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ლიდერული თვისებები;
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სტრატეგიული ხედვა , დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
** ბაზარზე პროდუქტის ცნობადობის და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება; პროდუქტის რეკლამირება;
** გაყიდვების პერსონალის დატრენინგება; პროდუქტის შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
** ვიზიტები შესაბამისი პროფილის ექიმებთან;
** პროდუქციის გაცნობის სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება; ფარმაცევტულ სფეროში კომპანიის ცნობადობის ზრდის უზრუნველყოფა;
** რეგულარული რეპორტინგი ზემდგომ პირებთან მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.

სამუშაო პირობები:

** საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
** გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ ზრდად ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
** სატრანსპორტო ხარჯები და სოციალური პაკეტი (კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა).

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტოსურათით (ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე: hr@pharmhouse.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე