პრისელერი/სავაჭრო აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი/სავაჭრო აგენტი
მომწოდებელი: აის ლენდ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" არის შემდეგი ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: გაყინული პროდუქცია - "Mars", "Рудь", "Каровка", "Левада", "Водный Мир", საკონდიტრო მიმართულება - "Объединенная Кондитерская" ("Красный Октябрь", "Рот Фронт", "Бабаевский" და სხვ.).

კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის (სავაჭრო აგენტის) პოზიციაზე საკონდიტრო მიმართულებისთვის.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

პირობები:

** სამუშაო საათები - 8:30-18:00.
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა.
** ანაზღაურება - ფიქსირებულს +ბონუსი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 6 თვე;
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა;
** ქონებრივი უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ქსელის მართვა.
** ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა.
** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** ​პოკეტში მუშაობა.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოების, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** მოწესრიგებულობა.
** პრეზენტაბელურობა.
** ​პასუხისმგებლიანობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე zh-zhaneta@mail.ru 22 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე