ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი/სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი/სუპერვაიზერი
მომწოდებელი: აის ლენდ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" არის კომპანიების: "Mars", "Рудь", "Коровка", "Левада", "Водный Мир", (გაყინული პროდუქცია), "Объединённые кондитеры " («Красный Октябрь», «Бабаевский», «РотФронт») საკონდიტრო ნაწარმის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტრო მიმართულების ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერის (სუპერვაიზერის) პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (აუცილებელია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანა;

ძირითადი მოვალეობები:

** გეგმების შედგენაში მონაწილეობა/აგენტებზე გადანაწილება/შესრულების მონიტორინგი;
** ყოველდღიური მარშრუტების შედგენა/შესრულების კონტროლი;
** არსებული ქსელის მართვა/განვითარება;
** ახალ ობიექტებზე მოლაპარაკებების წარმოება;
** ​კონსიგნაციის კონტროლი/მართვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი სავაჭრო აგენტების მუშაობის მართვა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ლიდერული უნარები;
** გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 22 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე