გაყიდვებისა და მარკეტინგის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვებისა და მარკეტინგის ასისტენტი
მომწოდებელი: ჯეოსთილი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
ქალაქ რუსთავში მდებარე საწარმო "ჯეოსთილი", რომელიც წარმოადგენს მეტალურგიული წარმოების სფეროში ერთ-ერთ უდიდეს უცხოურ ინვესტიციას, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის ასისტენტის თანამდებობაზე

გამოსაცდელი ვადა: ექვსი თვე
დასაქმების ადგილი: რუსთავი

თანამდებობრივი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის მარკეტირება და კლიენტების მოძიება, გაყიდვების სტიმულირება;
** გაყიდვებთან და პროდუქციის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადება;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** სავალდებულოა ქართული, ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

სხვა უნარები და შესაძლებლობები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა და მოტივირებულობა;
** პრეზენტაციის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV თანდართული ფოტოსურათით ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@geosteel.com.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე