კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: კლასიკა ჰოუმ ფეშენ
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
"კლასიკა ჰოუმ ფეშენ" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.

ვალდებულებები:

** მომხმარებელისთვის კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის განთავსება და დარბაზის მოწესრიგება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** დახვეწილი მეტყველება, დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
** ერთ კომპანიაში მუშაობის 1 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა).

ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად, საშუალოდ 600-დან 1000 ლარამდე, შედეგიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:30-დან 20:00 საათამდე, კვირაში 1 დასვენების დღე და დამატებით დასვენების დღე მცოცავი გრაფიკის შესაბამისად (შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ). შესაძლებელია ინდივიდუალური გრაფიკი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV, აუცილებლად სურათით, შემდეგ მისამართზე: hr@cl.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ავეჯის ცენტრი "პანორამა", დ. დიღომი. გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას, "subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მობილური: 591 408083.

უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, ვინც ადგილზე მოგვაწოდებს საკუთარ რეზიუმეს.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისი განაცხადები და CV-ში მიუთითოთ სრული ინფორმაცია, რადგან მასში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტის ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

რეზიუმეების განხილვიდან გამომდინარე, გასაუბრებაზე მოწვევა მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე