შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბაუმარკეტი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
კომპანია "ბაუმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კატეგორიის ფარგლებში ასორტიმენტის ფორმირება და მართვა;
** ასორტიმენტის ანალიზის საფუძველზე ახალი მომწოდებლის მოძიება, მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებული კატეგორიის პროდუქციის შესყიდვების, გაყიდვებისა და მარაგების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესყიდვების ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

დამატებითი პირობები:

** გრაფიკი: სრული
** მდებარეობა: რუსთავი
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@pragma.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე