ოპერაციების დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების დირექტორი
მომწოდებელი: ავეჯის ფაბრიკა ვუდმასტერი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
შპს "ვუდმასტერი" აცხადებს ოპერაციების დირექტორის ვაკანსიას.

მოვალეობები:

** კომპანიის კომერციული საქმიანობის კონტროლი;
** კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიანად მართვა;
** კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრა და მოლაპარაკების წარმოება;
** კორპორატიული პროექტების მართვა;
** წარმოების პროცესის მონიტორინგი და კოორდინაცია;
** ახალ და არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარება;
** ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმართვა პროდუქციის ფასებთან, მოწოდების პირობებთან, ვადებთან დაკავშირებით;
** კომპანიის ინტერესების სფეროდან გამომდინარე ადგილობრივ ბაზარზე არსებული ფასების ცოდნა და მუდმივი კონტროლი, როგორც მომსახურების, ასევე პროდუქციის ნაწილში;
** საერთაშორისო ბაზარზე კომპანიისთვის საინტერესო მასალის და პროდუქციის მოძიება;
** შესყიდული პროდუქციის მარაგების კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შესყიდვების და გაყიდვების მიმართულებით;
** უპირატესობად ჩაითვლება წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** უცხო ენების, ინგლისურის და რუსულის ფლობა.

აუცილებელი უნარები:

** მიზანმიმართული და დასახული მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდის ეფექტურად მართვისა და მოტივირების უნარი.
** გაყიდვებზე ორიენტირებული;
** ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული.

გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე merab@woodmaster.ge; გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ტელ.: 0322 75 22 90

მისამართი: ქ. თბილისი, ზემო ფონიჭალა, ლევან ღოღობერიძის 67
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე