გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: Sales Partner Group
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
კომპანია "Sales Partner Group" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

"Sales Partner Group" არის მარკეტინგული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურებას მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კომპანიებისათვის. "Sales Partner Group"-ის შემადგენლობაში შედის პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი საქართველოში - kcall.ge და ონლაინ მაღაზია shopnow.ge

ფუნქცია-მოვალეობები:

** გრაფიკული ვიზუალური კონცეფციის მოფიქრება ბრიფის მიხედვით და დიზაინის შექმნა;
** პარტნიორი კომპანიების სოციალური მედიისთვის გრაფიკული დიზაინის შემუშავება;
** სარეკლამო და საიმიჯო ბანერების შექმნა კომპანიის შიდა და გარე საკომუნიკაციო არხებისთვის;
** ბრენდბუქის, ლოგოს, ვიზუალური სტილის შემუშავება/განახლება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა Adobe Photoshop და Adobe Illustrator პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია საკუთარი ნამუშევრების პორტფოლიო;
** სასურველია მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** Premiere Pro, Sony Vegas, After Effects-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია რუსული/ინგლისური ენების ცოდნა
** გრაფიკული დიზაინის ტრენდების ცოდნა.

კომპეტენციები:

** შემოქმედებითი უნარი;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** განსაზღვრულ ვადებში პროექტებზე მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი.

კომპანიის ბენეფიტები:

** სწრაფად განვითარებადი კომპანია;
** ამბიციური და მეგობრული სამუშაო გარემო;
** ბევრი საინტერესო და განსხვავებული პროექტი;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20.11.2019.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე და თქვენი ნამუშევრების პორტფოლიო გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: hello@salespartner.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "გრაფიკული დიზაინერი".

გისურვებთ წარმატებებს!

www.salespartner.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე