მიმტანი/დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი/დამხმარე
მომწოდებელი: სასტუმრო ყვარლის ტბა
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" 2005 წელს დაარსდა და დღეისთვის აერთიანებს 6 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებულ პროექტს, როგორც თბილისში, ასევე კახეთის რეგიონშიც.

ჯგუფის მენეჯმენტში შემავალი სასტუმრო "ყვარლის ტბა" კახეთის შუაგულში მდებარეობს. იგი 2010 წელს გაიხსნა და დღეისთვის კომპლექსში შედის სასტუმრო "ყვარლის ტბა", "ყვარლის ბაღები" და რეკრეაციული ზონა outdoor სპორტის ელემენტებით. 2019 წლის აპრილიდან სასტუმროს დაემატა ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული კომპლექსიც, რომელიც 120-მდე დამსვენებელს უმასპინძლებს.

სასტუმრო "ყვარლის ტბა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის/მიმტანის დამხმარის პოზიციაზე.

დეპარტამენტი: სასმელების და კვების
ანგარიშვალდებულება: ცვლის უფროსი

პოზიციის აღწერა: იზრუნოს რესტორნის ტერიტორიის სისუფთავეზე, საჭირო მარაგების განახლებაზე. უზრუნველყოს მომხმარებლამდე მაღალი სტანდარტების სერვისის მიწოდება და დროული მომსახურეობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველთვის მოემსახუროს სტუმრებს მოწესრიგებული გარეგნობით და ღიმილით
** მოამზადოს მაგიდები და გააწყოს მაგიდები სტანდარტის შესაბამისად
** მიაცილოს სტუმარი მაგიდამდე
** გააცნოს მომხმარებელს დღის მენიუ;
** აუხსნას სტუმრებს სხვადასხვა მენიუს შემადგენელი პროდუქტები და მომზადების მეთოდები
** აიღოს შეკვეთა და უზრუნველყოს შეკვეთის დროული მიტანა
** გადაამოწმოს სტუმართან, თუ როგორ მოსწონთ საკვები და გამოასწოროს თუ რაიმე პრობლემაა;
** მოამზადოს ჩეკი
** შენიშვნების და უკმაყოფილების შემთხვევაში შეატყობინოს სუპერვაიზერს და უპასუხოს სტუმრის მოთხოვნას
** დარწმუნდეს, რომ შეკვეთა მიწოდებულია სწრაფად, სტანდარტების მაქსიმალური დაცვით;
** შეასრულოს დასუფთავების პროცედურები მოთხოვნისამებრ;
** იცნობდეს მენიუში არსებულ პროდუქტებს, სასმელის მომზადების წესებს;
** შეასრულოს ყველა პროცედურა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვით;
** მზად იყოს კოლეგების დასახმარებლად და საჭიროების შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის გასანაწილებლად;
** სუფთა პირობებში შეინარჩუნოს სამუშაო ტერიტორია და არ დატოვოს ბარში ჭუჭყიანი ჭურჭელი.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე სურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kvareli@mgroup.ge 18 ნოემბრამდე. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთ მოყვანილი აღწერილობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე