ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

მოთხოვნები:

** სამშენებლო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ზოგადად ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სერტიფიკატის ფლობა;
** ენები: ქართული. თურქული და ინგლისური სასურველია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა;
** საოფისე და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** საბუღალტრო ნაშთების კონტროლი;
** საბუღალტრო გატარებებისთვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტაციის სტანდარტების შექმნა და კომპანიის მასშტაბით მათი დაცვის კონტროლი;
** საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** კომპანიის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და მათ მინიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
** თვის/წლის დახურვის პროცესების კონტროლი;
** საგადასახადო ხარჯების ოპტიმიზაციის მუდმივი ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის დროს, კომპანიის სახელით ურთიერთობის წარმართვა აღნიშნულ ორგანოებთან, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში და კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვით;
** საბუღალტრო რეპორტების მომზადება.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy540@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე