მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზიათა ქსელი ეელი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
სუპერმარკეტების ქსელი "ეელი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოლარედ მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ასაკი: 18-40 წ.

მოლარის ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მათთვის სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** სალაროს ზონის შევსება პროდუქციით.

კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება, როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში;
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება.
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მოტივირებული და შრომისმოყვარე.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eelimarket@gmail.com

სამუშაო განაკვეთი: დილის ცვლა 09:00-21:00; ღამის ცვლა 21:00-09:00.
აყვანილი კანდიდატები დასაქმდებიან შემდეგ მისამართზე: სანზონა გუდამაყრის 4 ტელ: 577 68 39 38
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე