საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: ახალი მზერა
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
თვალის კლინიკა "ახალი მზერა" აცხადებს საოპერაციო მენეჯერის ვაკანსიას თბილისში.

სამუშაო განაკვეთი - სრული
ხელფასი: 500 ლარი დარიცხვით (გამოსაცდელი ვადა 3თვე)

ძირითადი მოვალეობები:

** ექიმის მიერ შევსებული ფორმა 100-ის სისწორის გადამოწმება (ICD და NCSP კოდები), ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესწორების უზრუნველყოფა, სისწორის შემთხვევაში შესაბამისი კალკულაციის მომზადება, გადაგზავნა და პაციენტისთვის დროულად მიწოდება
** პაციენტის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო წერილების გააქტიურება
** საგარანტიო წერილის ცვლილების შემთხვევაში ყველა საჭირო დოკუმენტის შეცვლა და ცვლილებების ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე განთავსება ოპტიმალურ ვადაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან ჯანდაცვის მენეჯმენტი.
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება
** კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა
** MS Office-ს მომხმარებლის დონეზე ცოდნა

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები ( CV) გამოაგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე ა/წ 20 ნოემბრამდე: modernoptics@hotmail.com

სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე