ავეჯის მღებავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის მღებავი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
"ლაზიერი", 3500 კვ.მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს "ლაზიერი" მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP-Laminate), კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (TheSize`s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით. ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს. ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

"ლაზიერი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს ავეჯის მღებავისა და დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საზუმფარე მანქანა-დანადგარებთან მუშაობა;
** ძირითადი ნედლეულის ღებვა, ლაქვა, დაგრუნტვა და სხვა საჭირო ოპერაციების შესრულება;
** სხვა საჭირო ოპერაციების შესრულება, რომლებიც საჭიროა სამღებროს გამართული ფუნქციონირებისათვის.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კეთილსინდისიერება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამოცდილება მქონე კანდიდატები განიხილება უშუალოდ მღებავის პოზიციაზე.

გამოცდილების არმქონე ახალგაზრდები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს. ყოველთვიური ანაზღაურება თავდაპირველ, სწავლების ეტაპზე შეადგენს 600 ლარს. დეტალების გაცნობა მოხდება უშუალოდ გასაუბრებაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: akheloishvili@lazieri.com
ან დაგვიკავშირდეთ: 591 914 178 (ავთო) ან 574 911 911 (გიორგი) ტელ: 0322-31-50-50;
ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისში, ფეიქრების 12.

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ:

http://www.lazieri.com
http://www.facebook.com/lazierigeo
http://Instagram.com/LazieriGeorgia
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე