გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ოდისეა
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
"ოდისეა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ქალაქი: ბათუმი

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "ოდისეა" 2016 წლიდან არის წარმოდგენილი წიგნის ბაზარზე. "ოდისეას" ძირითად საქმიანობას წიგნების და უნიკალური გამოცემების რეალიზება წარმოადგენს. მოკლე დროში კომპანიამ მოახერხა მომსახურების ხარისხით მოეპოვებინა მომხმარებლების ნდობა და კმაყოფილება, რამაც ორგანიზაციას მისცა გაფართოების შესაძლებლობა და შესაბამისად ვაცხადებთ ქალაქ ბათუმში ვაკანსიას გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00 სთ - 18:00 სთ / 14:00 სთ - 22:00 სთ;
** ფიქსირებული და საბონუსე ანაზღაურება. (ფიქსირებული 600 ლ)

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** ქოლ-ცენტრის გაყიდვების ჯგუფის მართვა;
** დაგეგმოს გაყიდვების სტრატეგია (გეგმები/შესრულება);
** აწარმოოს გაყიდვების აგენტების საქმიანობის მონიტორინგი,
** წარუდგინოს მენეჯმენტს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები;
** დაგეგმოს და განახორციელოს სამოტივაციო სქემები და პროგრამები, რაც გაზრდის გაყიდვების ჯგუფის მოტივაციას და ლოიალურობას კომპანიის მიმართ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მენეჯმენტის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** გაყიდვების გუნდის მართვის მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება (სავალდებულო)
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** ინოვაციური და კრეატიული;
** გუნდის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@odisea.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე