საწყობის კოორდინატორი, მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის კოორდინატორი, მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ავტობანი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
შპს "ავტობანი 2000" - 70-მდე გერმანული, ევროპული, იაპონური და კორეული ავტონაწილებისა და ზეთის მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური დილერია საქართველოში 1995 წლიდან.

"ავტობანის" ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ორიგინალი ხარისხის ავტონაწილებისა და პრემიუმ ხარისხის ნავთობპროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია. კომპანია მუდმივად აფართოებს ასორტიმენტს და კავშირს ამყარებს სულ უფრო მეტ ავტომწარმოებელთან მსოფლიოს ყველა კუთხეში.

"ავტობანის" საქმიანობის სფეროებია:

** საცალო გაყიდვები
** კორპორატიული გაყიდვები
** საბითუმო გაყიდვები თბილისსა და მთელ საქართველოში
** ავტოსერვისი

1. "ავტობანი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის კოორდინატორის პოზიციაზე

საწყობის კორდინატორის ფუნქცია მოვალეობები

** პროდუქციის მიღება, მათი დახარისხება სახეობების მიხედვით.
** დალაგება თაროებზე/დასაწყობება
** შეკვეთების სიების მომზადება.
** კლიენტთა მრჩეველის მიერ მოთხოვნილი სახეობები მოძიება.
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდება ფილიალებისთვის.
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.
** კომპანიის სტანდარტების დაცვა.
** საკუთარი პროფესიული და ტექნიკური ცოდნის მუდმივი ამაღლება.
** გუნდის გაძლიერებაზე ზრუნვა.

მოთხოვნები:

** ტექნიკური უნარ-ჩვევები.
** მართვის მოწმობა B-- კატეგორია
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მზაობა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
** ფიზიკურად მუშაობის უნარი;
** სასურველია რომელიმე ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

მიმდინარე პოზიცია მოიცავს კომპანიაში არსებული ვაკანსიების პირველ საფეხურს, გარკვეული პერიოდის და გადამზადების შემდეგ საწყობის კოორდინატორი გადადის სხვა პოზიციაზე გაუმჯობესებული პირობებით.

2. კომპანია ავტობანი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე

სამუშაოს ზოგადი აღწერილობა:

** სერვისისა და პროდუქციის ღირებულების მიღება და თანხების სალაროში გატარება;
** სალაროს აპარატის ჩეკის გაცემის უზრუნველყოფა;
** ცვლის ბოლოს ნაშთის შემოწმება და შესაბამისი ბრუნვის მოცულობის დათვლა;
** თანხის მომზადების ინკასაციისთვის უზრუნველყოფა, უსაფრთხოების ყველა წესისა და პროცედურის დაცვით;
** მოთხოვნისამებრ გადახდების დეტალური ამონაწერებისა და ინვოისების ამოღების უზრუნველყოფა;
** მოთხოვნისამებრ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება.

განათლება:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრიატი/მაგისტრატურა ეკონომიკური პროფილით;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** Microsoft Office-ის ცოდნა ელემენტარულ დონეზე;
** მნიშვნელოვანია პროგრამა "1С" ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ​თვითგანვითრების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გამოცდილება:

მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება სამუშაო პროფილით (სალაროში ან და მომსახურების სფეროში).

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ "ავტობანის" გუნდის წევრი. ჩვენი კომპანიის მიზანია ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან. უპირატესობა ენიჭება ადამიანებს, რომელთაც ახასიათებს გუნდური მუშაობის უნარი, პრინციპულობა, პატიოსნება, მიზანსა და შედეგზე ორიენტაცია. თავის მხრივ, კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს შემდეგ ბენეფიტებს:

** მოქნილ სახელფასო სისტემას და ხელფასების დროულ გაცემას;
** უფასო კვებას;
** დაზღვევას კომპანიის ხარჯზე;
** წელიწადში ერთხელ ტრენინგების შესაძლებლობა საზღვარგარეთ კომპანიის დაფინანსებით;
** პროდუქციის ფასდაკლებით მიღების შესაძლებლობას თანამშრომელთა პირადი მოხმარებისათვის.
** მუშაობას თანამედროვე და მოწესრიგებულ გარემოში;
** მუშაობას გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;

სამუშაო გრაფიკი: 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე
მდებარეობა: ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

1. კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე;
2. გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@autobani.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რაზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე