ტრენინგი - ხარისხის კონტროლი და პროცესების მართვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგი - ხარისხის კონტროლი და პროცესების მართვა
მომწოდებელი: საჯარო აუდიტის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
"საჯარო აუდიტის ინსტიტუტი " აცხადებს ტრენინგს - ხარისხის კონტროლი და პროცესების მართვა.

კურსის მოკლე მიმოხილვა

სასწავლო კურსის მიზანია ხარისხის კონტროლისა და პროცესების განვითარების ხელშეწყობა და ეფექტური მექანიზმების მსმენელთათვის გაცნობა. კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან როგორც ხარვეზებისა და პრობლემების პრევენციის თანამედროვე მეთოდოლოგიას, ისე პროცესების ოპტიმიზაციისა და სტატისტიკური კონტროლის გზებს, მომხმარებელთა კმაყოფილების გაზომვის მეთოდებს და მათი პრეტენზიების მართვისა თუ უკუკავშირის მიღების საშუალებებს.

შედეგები

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

** ორგანიზაციის ხარისხის კონტროლისა და განვითარების პოლიტიკის შედგენას;
** ხარისხის კონტროლის მექანიზმების დანერგვის პროექტის შემუშავებას და მის ხელმძღვანელობას;
** ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების შეფასებას, ანალიზს, მათი განვითარების გეგმის მომზადებასა და პროცესების ოპტიმიზაციის პროექტში მონაწილეობას;
** სისტემური ხარვეზების აღმოჩენისა და მათი პრევენციის სისტემების დანერგვას;
** ხარისხის განვითარების სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას ან ხელმძღვანელობას;
** უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიების მართვის პროცესისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებას;
** ორგანიზაციაში განსახორციელებელი პროცესებისა და პროცედურების სტანდარტის, პროცესების რუკის მომზადებას.

სამიზნე აუდიტორია:

** ხარისხის მართვასა და კონტროლში ჩართული მენეჯერი/სპეციალისტი;
** კლიენტების მომსახურებაში ჩართული სამსახურის/სტრუქტურული ერთეულის მენეჯერი (სამსახურის და ჯგუფის უფროსი/მენეჯერი);
** პროცესების, პროცედურების, მომსახურების სტანდარტების და პროდუქტის შექმნაში ჩართული მენეჯერი/სპეციალისტი.

ტრენერის შესახებ

თინათინ კობერიძე "GPI ჰოლდინგის" პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების განყოფილების უფროსია.

აქვს ხარისხის კონტროლისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მიმართულებით 9-წლიანი, ხოლო პროდუქტების განვითარებისა და პროცესების ოპტიმიზაციის მიმართულებით − მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება (LEAN მეთოდოლოგიის გამოყენებით).

ფლობს თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და სტერლინგის ბიზნეს-სკოლის (აშშ) LEAN SIX SIGMA-ს ყვითელ ქამარს.

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში: 707727122

საბუთების მიღების ვადა:

რეგისტრაცია გრძელდება 2019 წლის 17 ნოემბრამდე

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: 032 2 054 615
E-mail: sai@sao.ge

დღის წესრიგის ჩამოტვირთვა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე