საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Kaya
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
კომპანია "KAYA/კაია" წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთადერთი საწარმო ქვეყანაში, სადაც უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე დანადგარების გამოყენებით შესაძლებელია თუნუქის ფურცლების ცივად ბეჭდვა და რელიეფური დამუშავება.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: დიდი ლილო, ჩიკვაიძის ჩიხი N3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00.
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში წარმოებული დეტალების აწყობა, პროდუქციის საბოლოო სახით დამზადება;
** პროდუქციის შეფუთვა და დასაწყობება კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** დატვირთვისა და ჩამოტვირთვის პროცესში მონაწილეობა;
** სასაწყობო ტერიტორიაზე სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** საწყობში პერიოდული აღრიცხვის წარმოება;

საკვალიფიკაციო უნარები: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (წარმოების სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);

დამატებითი უნარები:

** დეტალებზე ორიენტირება;
** ტექნიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა;

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან თანამშრომლობას, ტრანსპორტის მომსახურებას, კვებას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სხვა ბენეფიტებს.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: markoziania@gmail.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კადრები შეირჩევიან ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.

შეგიძლიათ, მიჰყვეთ მითითებულ ბმულს (https://docs.google.com/document/d/1V0kQoseVbvvxbA5x_Sk0tOKoq8XpbAPTcDlH6Puo6iM/edit) და გაეცნოთ ტესტის ნიმუშებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე