მომმარაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომმარაგებელი
მომწოდებელი: Kaya
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
კომპანია "KAYA/კაია" წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთადერთი საწარმო ქვეყანაში, სადაც უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე დანადგარების გამოყენებით შესაძლებელია თუნუქის ფურცლების ცივად ბეჭდვა და რელიეფური დამუშავება.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მომმარაგებლის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: დიდი ლილო, ჩიკვაიძის ჩიხი N3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00.
ანაზღაურება: 700 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მოთხოვნის შესაბამისი პროდუქციის ბაზარზე მოძიება და შესყიდვა;
** შეძენილი ან კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ტრანსპორტირება;
** სხვადასხვა კურიერული საქმიანობის შესრულება;

საკვალიფიკაციო უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);

დამატებითი უნარები:

** დეტალებზე ორიენტირება;
** ტექნიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: markoziania@gmail.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კადრები შეირჩევიან ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.

შეგიძლიათ, მიჰყვეთ მითითებულ ბმულს (https://docs.google.com/document/d/1V0kQoseVbvvxbA5x_Sk0tOKoq8XpbAPTcDlH6Puo6iM/edit) და გაეცნოთ ტესტის ნიმუშებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე