ავტოკადის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოკადის სპეციალისტი
მომწოდებელი: Kaya
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
კომპანია "KAYA/კაია" წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთადერთი საწარმო ქვეყანაში, სადაც უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე დანადგარების გამოყენებით შესაძლებელია თუნუქის ფურცლების ცივად ბეჭდვა და რელიეფური დამუშავება.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ავტოკადის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: დიდი ლილო, ჩიკვაიძის ჩიხი N3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00.
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის შესაბამისი პროგრამული ნახაზების დამუშავება და ცვლილებათა შეტანა;
** პროდუქციის დამზადებისთვის საჭირო მასალის რაოდენობისა და თვითღირებულების განსაზღვრა;
** ნახაზების სახელდება კომპანიაში არსებული სტანდარტის შესაბამისად;

საკვალიფიკაციო უნარები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების (AutoCAD, MS Office) ცოდნა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

დამატებითი უნარები:

** დეტალებზე ორიენტირება;
** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან თანამშრომლობას, ტრანსპორტის მომსახურებას, კვებას და სხვა ბენეფიტებს.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: markoziania@gmail.com.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე