1C-ის სისტემის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C-ის სისტემის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დეპარტამენტის რეპორტინგისა და ანალიტიკის სამსახურში 1C-ის სისტემის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** 1C ERP სისტემის ფინანსური მოდულების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** 1C ERP სისტემაში არსებული ფინანსური ოპერაციების და რეპორტების ანალიზი, ხარვეზების გამოვლენა;
** სისტემაში გატარებული ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგი, ხარვეზების იდენტიფიცირება და გასწორების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიერ დასმული ამოცანის შესწავლა, ანალიზი და 1C ERP სისტემაში მისი განხორციელების შესაძლებლობის განსაზღვრა;
** გამოვლენილი ხარვეზისა თუ დასმული ამოცანისათვის ტექნიკური დავალების მომზადება და პროგრამისტისათვის მისი მიწოდება;
** ახალი ფუნქციონალის (ან გამოსწორებული ხარვეზის) სატესტო გარემოში ტესტირება;
** კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
** სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ, კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად, მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
** საჭიროების შემთხვევაში 1C ERP სისტემაში ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით: ფინანსების/ბუღალტერიის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ფინანსურ ანალიტიკოსად, ERP სისტემის ადმინისტრატორად ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** 1C 8.2./8.3 ERP პროგრამის ფინანსური მოდულების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, Visio, MS PowerPoint, Outlook, Internet Explorer) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სტანდარტების (IFRS) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული და ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** მისამართი: ქ. თბილისი, გია გულუას ქ. N6.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 18.11.2019. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "1C სისტემის ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე