პროექტირების სამსახურის მთავარი ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტირების სამსახურის მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას პროექტირების სამსახურის მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე.

უშუალო დაქვემდებარება: სამელიორაციო პროექტების დაგეგმვის და მართვის დეპარტამენტის პროექტირების სამსახურის უფროსი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამელიორაციო ინფრასტრუქტურის (სარწყავი და დამშრობი სისტემები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები) მშენებლობისა და რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის დეტალური საინჟინრო პროექტების და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
** ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების, დეტალური საინჟინრო პროექტების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, გასხვისების, განსახლების, სოციალური დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის და პროექტის შემადგენელი სხვა დოკუმენტაციების მომზადება;
** კონტრაქტორი საპროექტო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა, შეფასება, მათი ტექნიკურ დავალებებთან და შერჩეულ ოპტიმალურ ვარიანტთან შესაბამისობაზე დასკვნების მომზადება, სადაო ტექნიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა;
** სამშენებლო ობიექტის (შენობების, ხიდების, გვირაბების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, ხაზობრივი სამელიორაციო ნაგებობების) პროექტის შესაბამისობის შეფასება. მათ შორის: საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა, ჰიდროლოგიური მონაცემების ანალიზი, ჰიდრავლიკური გაანგარიშება, არქიტექტურული ნაწილი, კონსტრუქციული ნაწილი, საინჟინრო ქსელები (კვალიფიკაციის შესაბამისად);
** ექსპერტიზის, ტექნიკური პირობების და სამშენებლო ნებართვების მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებში მონაწილეობა;
** ზედამხედველობის და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ პროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვასა და მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შეფასება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მიმართებაში, საშემსრულებლო ნახაზების და ტექნიკური დოკუმენტაციის შემოწმება ზედამხედველობის და მონიტორინგის სამსახურთან ერთად (საჭიროების შემთხვევაში);
** მშენებლობის და რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოების მიმდინარეობაზე, საავტორო ზედამხედველობის განხორციელებაში მონაწილეობა;
** დამთავრებული ობიექტების საექსპლუატაციოდ მიმღები კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება.
** პროექტირების სამსახურის პროექტირების ჯგუფის კოორდინაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო განხრით; ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის, ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება საინჟინრო შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დამუშავებაში, სამშენებლო პროექტების მომზადების, განხორციელების და ზედამხედველობის საქმეში;
** გამოცდილება სამშენებლო-საპროექტო, გარემოსდაცვითი, სოციალური და პროექტების სხვა შემადგენელი ნაწილების ნორმებისა და წესების გამოყენებაში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint, Outlook, Internet Explorer);
** პროგრამა AutoCAD-ის ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** პროექტის მაღალ დონეზე დამუშავების უნარი;
** სასურველია ერკვეოდეს შემდეგ საკითხებში: სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორწყვის რეჟიმები, წყალმოთხოვნილება და წყალუზრუნველყოფა, წყალგანაწილება, ჰიდრომეტრია, რწყვის ორგანიზაცია (ზედაპირული, წვეთური და დაწვიმებითი მორწყვის სისტემები);
** პროექტირების ჯგუფის საქმიანობის კოორდინაციის უნარი;
** საქართველოს ფარგლებში მივლინებით გამგზავრების შესაძლებლობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 18.11.2019. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "პროექტირების სამსახურის მთავარი ინჟინერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე