იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** იურიდიული კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
** ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის წარმოდგენასა და მისი ინტერესების დაცვას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმი, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადებას, ცვლილებების შეტანას, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
** წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხელშეკრულებების რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება;
** კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი (სასურველია)
** სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა.
** ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა.
** ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება.
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 18 ნოემბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "იურისტი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე