ექსპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის დეპარტამენტში დროული მიწოდება;
** ღვინის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და შეკვეთის მიღება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;
** შეკვეთების სრული ციკლის მონიტორინგი;
** ექსპორტის მიმართულებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;
** შეკვეთების დამუშავება და მათ გადაზიდვასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება და კონტროლი;
** გაყიდვებისა და მარკეტინგული გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება/გამოფენაში მონაწილეობის მიღება.
** ახალი კლიენტების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 18 ნოემბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ექსპორტის მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე