უფროსი ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბარმენი
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
შპს "კურორტი საირმე" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბარმენის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბაღდათი კურორტი საირმე
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირადი ჰიგიენის დაცვა სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით
** ბარის მომსახურების წესების დაცვა სასტუმროს დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** კოქტეილების დამზადება/გაფორმება სასტუმროს დადგენილი სტანდარტის და რეცეპტურის მიხედვით
** სტუმრისთვის სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდირება და შეკვეთის აღება დადგენილი სტანდარტის მიხედვით
** დეტალური ინფორმაციის ქონა სასმელების შემადგენლობის, დამზადების წესების, შეხამებისა და გასაყიდი ფასების შესახებ
** ბარის პროდუქციის შენახვა დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** მარაგების კონტროლი
** სასტუმროს პროგრამისა და სალაროსთან მუშაობის პრინციპების ცოდნა. ყველას სახის შეკვეთის პროგრამაში გატარება
** სტუმრისთვის ანგარიშის მომზადება, მირთმევა და ანგარიშსწორება
** სალაროში გატარებული ოპერაციების ფინანსურ დეპარტამენტთან ანგარიშგება
** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა. უკმაყოფილო სტუმრის შემთხვევაში მიზეზის დადგენა და მენეჯერისთვის ცნობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** სასურველია პროგრამა Micro-ის ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge

შპს კურორტი საირმე გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე