ლოჯისტიკისა და გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკისა და გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აბუ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
სატრანსპორტო კომპანია "აბუ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების ორგანიზება;
** გადაზიდვების ოპერატიულობისა და ზედმიწევნით შესრულების კონტროლი;
** ტვირთების გადაზიდვის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნა/წარმოება;
** საბაჟო ოპერაციების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
** თითოეულ შეკვეთასთან მიმართებაში სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და მისი საბოლოოდ შესრულების კონტროლი;
** ლოჯისტიკური პროცესების მუდმივი ზედამხედველობა;
** ახალი კლიენტების/პარტნიორების მოძიება;
** სატრანსპორტო და სხვა ხელშეკრულებების გაფორმება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ლოჯისტიკის სპეციალისტის, ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და რუსული ენების საერთაშორისო ლოჯისტიკური საქმიანობის წარმოებისთვის საჭირო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება განისაზღვრება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი .

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით), ელექტრონულ მისამართზე: abdulla@abujorjia.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე