ინსტალატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინსტალატორი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე ქ-ში: თელავი, გურჯაანი, რუსთავი, ხაშური, მარნეული, გორი, ბორჯომი, ახალციხე, ქუთაისი, სამტრედია, ბათუმი,
ხულო, ქობულეთი, ოზურგეთი, სენაკი, ფოთი, შუახევი
.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: გამომუშავებით

სამუშაოს აღწერილობა:

** ყველა ტიპის საინსტალაციო სამუშაოების შესრულება;
** აბონენტებთან შიდა ქსელის დაზიანებების აღმოფხვრა;
** აბონენტთან შიდა ქსელის დაგეგმარება, მონტაჟი, რეკონსტრუქცია;
** კომპანიის მოწყობილობების მონტაჟი და გამართვა;
** სამუშაო პროცესში ოპტიკური ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
** მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი;
** აბონენტთან ხელშეკრულების გაფორმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

** ტექნიკური განათლება (სატელეკომუნიკაციო ან/და IT სფეროში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემების და ქსელების საფუძვლიანი ცოდნა;
** აუცილებელია ა/მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
** აუცილებელია საკუთარი ავტომანქანის ფლობა;
** სახელმწიფო ენის ფლობა;
** დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy.regions@servicenetgroup.ge 2019 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე