გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კასპი მარინე ტექნოლოგიები საქართველო
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
საღებავების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია "კასპი მარინე ტექნოლოგიები საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 10-დან 18:00 საათამდე
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
** ანაზღაურება: 500 ლარიდან + პროცენტი გაყიდვებიდან

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქციისა და მისი მახასიათებლების გაცნობა;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** გაყიდვების შედეგებზე პერიოდული ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 22 დან 40 წლამდე
** ქართული- რუსული ან ქართული-აზერბაიჯანული ენის ცოდნა კარგად(აუცილებლად)
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** უმაღლესი განათლება - საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განხრით - ქიმიის მიმართულებით (შესაძლებელია კანდიდატი უბრალოდ კარგად ერკვეოდეს ქიმიაში)
** აუცილებელია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

აუცილებელი თვისებები:

** კარგი ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: ikmat.dashdamirov@mail.ru
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე