მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: იტალიური რესტორანი Seventeen
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
"King David"-ში არსებული იტალიური რესტორანი "Seventeen" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში, მინიმუმ 1 წელი.
** თანამედროვე სტანდარტების ცოდნა და მათი დაცვა მუშაობის პერიოდში.

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები,
** მოწესრიგებული, აქტიური, ორგანიზებული,
** გუნდური მუშაობის უნარი,
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

ძირითადი ფუნქციები:

** მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ.
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა
** მაგიდის გაწყობა.
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ დამატებითი შეკვეთის მიღება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 17@kdr.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე