Front-End დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Front-End დეველოპერი
მომწოდებელი: ბეთსოლუშენს
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
"Betsolutions LLC" არის გემბლინგ პროდუქტების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია. იგი წარმოადგენს მძლავრ გემბლინგ პლატფორმას 3500 კაზინო თამაშით, 40-ზე მეტ გადახდის საშუალების პროვაიდერით. კომპანიას გააჩნია საკუთარი, "Betradar"-ის მიერ სერთიფიცირებული სპორტსბუქი, ასევე სლოტები, კაზინოსა და მაგიდის თამაშები.

კომპანია "ბეთსოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას Front-End დეველოპერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის შიდა პროექტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება/განვითარება;
** ვებ-აპლიკაციების შექმნა/განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Angular 2+
** Angular Material, TypeScript, Responsive web design
** SOAP და REST სერვისებთან მუშაობის გამოცდილება
** Html, CSS, SCSS
** Javascript
** GIT
** ინგლისური ენის ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება: ASP.NET MVC მუშაობის გამოცდილება.

სხვა მოთხოვნები:

** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდურობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@betsolutions.com არაუგვიანეს 2019 წლის 18 ნოემბრისა. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - " Front-End Developer".

გაცნობებთ, რომ გამოგზავნილი სივი ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში, თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით. სივის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოხსენებულზე.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე