B2B კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Smart Net Solutions
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
კომპანია "Smart Net Solutions" (sns.ge) 2012 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და კორპორატიულ მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ ITგადაწყვეტილებებს.

ვაკანსიის ფარგლებში კომპანია ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ B2B კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, "Hospitality IPTV" გაყიდვების დარგში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** კორპორატიული გაყიდვების პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; (აღნიშნული წარმოადგენს აუცილებელ პირობას, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება)
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა.
** მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).
** დახვეწილი მეტყველება
** პრეზენტაციებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

მოვალეობები:

** ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება
** არსებულ კლიენტების ბაზასთან მუშაობა
** კომპანიის პროდუქტის/მომსახურების კლიენტებისთვის შეთავაზება
** ინვოისებისა და შეთავაზებების მომზადება;
** რეპორტინგი
** სასტუმროს ტოპ-მენეჯმენტისათვის პრეზენტაციის ჩატარება.

სამუშაო პირობები:

** ფიქსირებული ანაზღაურება (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსური სისტემა
** სამსახურეობრივი მიზნით მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@sns.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე