კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პრო ელექტრონიკსი
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
"პრო ელექტრონიკსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

მაღაზია "პრო ელექტრონიკსი" ახორციელებს პროფესიონალური აუდიო ტექნიკის გაყიდვის, გაქირავების და ინსტალაციის სერვისებს. გვესაჭიროება გუნდის წევრი, რომელიც განახორციელებს სატელეფონო ზარებს და კომპანიის მესიჯებს სწორად მიიტანს პოტენციურ კლიენტამდე; მონაწილეობას მიიღებს გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვასა და შესრულებაში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება.
** ასაკი: 19-დან 27 წლამდე.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა არასავალდებულო.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური ან რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა.
** გამართული მეტყველების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ცოდნა
** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება.
** შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება.
** სპეციალური შეთავაზების მომზადება.
** გაყიდვების შემდგომი მომსახურება.
** კლიენტთა მონაცემთა ბაზების განვითარება.
** რეპორტინგი - შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ყოველკვირეული მომზადება და წარდგენა მენეჯმენტთან.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კომუნიკაბელურობა.
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების და დამახსოვრების უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სისწრაფე, ოპერატიულობა.
** დისციპლინირებულობა.

სამუშაო პირობები:

** სრული/არასრული გრაფიკით, 11 საათიდან 6 საათამდე.
** გამოსაცდელი პერიოდი: 1 კვირა.
** კვირაში 3 სამუშაო დღე - ხელფასი 300 ლარი + ბონუსი
** კვირაში 5 სამუშაო დღე - ხელფასი 500 ლარი + ბონუსი.

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად, ელ-მისამართზე: info@proelectronics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 17 ნოემბერი.

ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე