უფროსი აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი აუდიტორი
მომწოდებელი: ATA Partners
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
აუდიტორული კომპანია "ATA Partners" აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე, აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში.

"ATA Partners" კლიენტებს სთავაზობს აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულებით სერვისების სრულ პაკეტს. კომპანია დაფუძნდა 2013 წელს, დღესდღეობით აერთიანებს 70-მდე პროფესიონალს და დიდი გამოცდილების მქონე პარტნიორების გუნდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10-დან 7 საათამდე.

პოზიციის შესაბამისი ფუნქცია/მოვალეობები:

** კლიენტის ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლის პროცესის ხელმძღვანელობა და წარმართვა კომპანიის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
** აუდიტის გეგმის შედგენამდე მეთოდოლოგიით განსაზღვრული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება და კონტროლი;
** აუდიტის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტორების და სტაჟიორების საქმის ზედამხედველობა და ტრენინგი სამუშაო პროცესში;
** დასკვნის გაცემამდე პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** მენეჯერის/პარტნიორის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის ან მინიმუმ ოთხწლიანი აუდიტორად მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ACCA პირველი ეტაპის სერთიფიკატი;
** ქართული და ინგლისური, რუსული სასურველია საბაზისო დონეზე;
** საოფისე პროგრამები (პრიორიტეტულია ექსელის ფლობა მაღალ დონეზე)
** აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში პრაქტიკული ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება და ხშირად გამოყენებადი სტანდარტების მაღალ დონეზე ფლობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები და აზრის გასაგებად გადმოცემა;
** გუნდური მუშაობა;
** კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიება;
** ინიციატივის საკუთარ თავზე აღების და განვითარების სურვილი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@atapartners.ge და სათაურის ველში ჩაწერეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

ჩვენი გუნდი მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე