პირადი მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირადი მძღოლი
მომწოდებელი: IDS Borjomi
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
შპს "აი დი ეს ბორჯომი საქართველო, აი დი ეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი" აცხადებს პირადი მძღოლის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, კომპანიის სათავო ოფისი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; სამუშაო საათები შეთანხმებით;
საგამოცდო ვადა: 3 თვე, ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული ვადა შესაძლოა გაგრძელდეს მაქსიმუმ 6 თვემდე;
ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, მობილური ტელეფონის ლიმიტი, სხვა სტანდარტული პრემიები;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის გენერალური დირექტორის გადაადგილების უზრუნველყოფა (სახლი-სამსახური-სახლი; შეხვედრები და ა.შ.);
** გენერალური დირექტორის მანქანის გამართულობისა და სისუფთავის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში დირექტორის დავალებით სხვადასხვა ლოკაციაზე წასვლა; კორესპონდენციის მიტანა/წამოღება და ა.შ.
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის სხვა თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა სამსახურეობრივი შეხვედრების/ღონისძიებების ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება პირადი მძღოლის პოზიციაზე;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა.

რეზიუმე შეგიძლიათ გამოგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@borjomi.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - Personal Driver, რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 23.10.2019

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე