თამაშების წარმდგენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თამაშების წარმდგენი
მომწოდებელი: europebet
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
ევროპაბეთი 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანს და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, გაუწიოს მომხმარებელს ინდუსტრიაში საუკეთესო მომსახურება და მისცეს პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

2015 წლის ივნისიდან ევროპაბეთი შეუერთდა ბეთსონ ჯგუფს (Betsson Group; დაფუძნებული შვედეთში, სათაო ოფისი განთავსებულია მალტაზე). ბეთსონ ჯგუფი 55 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე.

მეტი ევროპაბეთის დასაქმების პირობების შესახებ გაიგეთ ბმულზე

კომპანია ევროპაბეთი (europebet.com) განაგრძობს ზრდას და ვეძებთ ახალ თანამშრომელს თამაშების წარმდგენის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული/არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას;
საწყისი ანაზღაურება: 700 ლარი ხელზე + ბონუსი
დამატებითი სარგებელი: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

შერჩეული კანდიდატები მუშაობის დაწყებამდე გაივლიან პროფესიული უნარ-ჩვევების შემსწავლელ ტრეინინგს, რომლის შემდგომაც შეუდგებიან დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კამერასთან მუშაობა, სტუდიიდან ონლაინ რეჟიმში თამაშის წაყვანა პროტოკოლის შესაბამისად;
** თამაშის პროცესში შესაბამისი ანონსების გამოცხადება ფსონების მიღების, მოგებული რიცხვისა და ა.შ შესახებ;
** თამაშის მიმდინარეობისას ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** გუნდთან ერთად მუშაობა და პასუხისმგებლობის გაზიარება;

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

** დილერად/ონლაინ დილერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სრული საშუალო განათლება;
** ქართული ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** აზარტული თამაშების საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
** წარმატების მიღწევის მაღალი მოტივაცია;
** კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი, შემოუერთდეთ ევროპაბეთის დიდ გუნდს, გთხოვთ 27 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი cv ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე vacancy@europebet.com და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "თამაშების წარმდგენი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე