სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი
მომწოდებელი: GFSIS
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
"საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი" (რონდელის ფონდი) აცხადებს სტაჟიორთა მიღებას!

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1998 წელს. ფონდის საქმიანობა გულისხმობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობასა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც მოიცავს საქართველოში საჯარო პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერას პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის გზით. ორგანიზაცია ხელს უწყობს საჯარო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებას და ქვეყნისა და რეგიონის წინაშე არსებული საშინაო და საგარეო სტრატეგიული საკითხების შესახებ საგანმანათლებლო ღონისძიებების გზით პოლიტიკაში ჩართული ადამიანების, პოლიტიკის ანალიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მუდმივ პროფესიულ განვითარებას.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
სტაჟირება არ ანაზღაურდება!
სტაჟიორებად მიიღებიან ბაკალავრის კურსდამთავრებულები და მაგისტრატურის სტუდენტები საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ფონდში მიმდინარე პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა;
** სხვადასხვა სახის წერილობითი მასალის მომზადება/თარგმნა;
** საორგანიზაციო და საოფისე საქმიანობაში დახმარება;
** ტრენინგებსა და კონფერენციებზე დასწრება;
** ანგარიშებისა და მოხსენების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გუნდური მუშაობის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, ინტერნეტი)

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

სამუშაო გრაფიკი: სრული

გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@gfsis.org და ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ სტაჟირება. გასაუბრებისთვის დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე