ბავშვზე ზრუნვის მომსახურებათა მონიტორინგის კონცეფცია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბავშვზე ზრუნვის მომსახურებათა მონიტორინგის კონცეფცია
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
თანდართული ფაილი: 240219_wvg1_6466915.zip
"World Vision International"-ის ფილიალი საქართველოში World Vision საფრანგეთის სახელით პროექტი „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერება“ აცხადებს ტენდერს საკონსულტაციო მომსახურებაზე: ბავშვზე ზრუნვის მომსახურებათა დამოუკიდებელი მონიტორინგის კონცეფციისა და სტანდარტების შექმნა

ძირითადი ინფორმაცია პოზიციის შესახებ: ექსპერტ-ფასილიტატორი
კონტრაქტის ტიპი: შტატგარეშე
ანგარიშვალდებულება: World Vision საქართველოს ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი
უწყება: World Vision საქართველო
ადგილმდებარეობა: თბილისი

პოზიციის მიზანი: ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობისათვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს ბავშვზე ზრუნვის მომსახურებების მონიტორინგის კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით ბავშვზე ზრუნვის მომსახურებათა დამოუკიდებელი მონიტორინგის კონცეფციისა და სტანდარტების განვითარება.

დეტალები მოცემულია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.

ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია: თეა კვინტრაძე
World Vision International-ის ფილიალი საქართველოში
იმედაშვილის ქ. 18/17, თბილისი
ელ. ფოსტა: Thea_kvintradze@wvi.org

დაინტერესებულმა ინდივიდუალურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** შევსებული წინასწარი კვალიფიკაციის ფორმა ინდივიდუალურ კონსულტანტზე, CV-ის ჩათვლით (თანდართულის მიხედვით);
** ინფორმაცია სამი რეკომენდატორის შესახებ (კომპანიისა და რეკომენდატორის პოზიციის მითითებით).
** ხელმოწერილი ქცევის კოდექსის და წესების გაცნობის დასტური (თანდართულია).
** ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი სამუშაოს ჩამონათვალი.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** კომპანიის შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმატის მიხედვით (მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა);
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
** ინფორმაცია სამი რეკომენდატორის შესახებ (კომპანიისა და რეკომენდატორის პოზიციის მითითებით).
** ხელმოწერილი ქცევის კოდექსის და წესების გაცნობის დასტური (თანდართულია).
** ბიუჯეტი
** კომპანიის გამოცდილების აღწერა/საკვანძო პერსონალის CV;
** ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი.

განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტებში ან ელ. ფოსტაზე: GEO_Procurement@wvi.org

დალუქული კონვერტები უნდა წარმოადგინოთ World Vision International-ის საქართველოში ფილიალი ოფისში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: იმედაშვილის ქუჩა 18/17, თბილისი, საქართველო.

დალუქული კონვერტების წარმოდენის საბოლოო ვადაა 15 ოქტომბერი, 2019 წელი, 15:00. გთხოვთ კონვერტის გარეთა მხარეზე დააწეროთ ტენდერის დასახელება: "დამოუკიდებელი მონიტორინგი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე