გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: adjara.com
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
"Adjara.com" არის უდიდესი სპორტული ციფრული მედია კომპანია საქართველოში, რომელიც აერთიანებს სპორტის მიმართულებით ვებ აუთლეტებს adjarasport.com და adjarasport.tv

ამჟამად დიზაინის განყოფილებაში ვეძებთ გრაფიკულ დიზაინერს.

თქვენ შექმნით სხვადასხვა ტიპის კონტენტს ძირითადად სოციალური მედიისათვის და ასევე სხვა პლატფორმებისათვის. იმუშავებთ სხვადასხვა სპორტის სახეობის ისეთ უდიდეს ჩემპიონატებზე, როგორიცაა The Premier League, ATP Tour და ა.შ.

თუკი გაქვს სუპერძალა, რომ სწრაფ ტემპში მაღალი ხარისხი აჩვენო და უწყვეტად დაეუფლო ფოტოშოპისა და ილუსტრატორის ულიმიტო შესაძლებლობებს, მაშინ შენი ადგილი სწორედ ჩვენს გუნდშია.

რას ვითხოვთ:

** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია სოციალური მედიისათვის კონტენტის შექმნის გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია ფოტო მანიპულაციებზე მუშაობის გამოცდილება;
** photo retouching-ისა და პოლიგრაფიულ მასალაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

თუ ყოველივე ზემოთ აღწერილში საკუთარი თავი ან/და სასურველი სამსახური ამოიცანი, მაშინ სასწრაფოდ გამოგვეხმაურე. ამისათვის გამოგვიგზავნე შენი CV და პორტფოლიო ელ-ფოსტაზე career@adjara.com და "subject"-ის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე