ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
კომპანია "მეამა" დაარსდა 2016 წელს და წარმოადგენს უმსხვილესს ყავის საწარმოს საქართველოში. ჩვენ ვაწარმოებთ ყავას კაფსულებში, მოხალულ მარცვალს და თურქულად დაფქულ ყავას პაკეტებში. სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე.

კომპანიის მიზანია საქართველოში ყავის მოხმარების შესახებ ცოდნის გაზრდა და ყავის მოხმარების არსებული კულტურის შეცვლა მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების გზით.

უმაღლესი ხარისხის ყავის წარმოებით კი, ჩვენ შევძლებთ ყავის მოხმარების კულტურის გაზრდას საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში.

ყავის საწარმო აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** საჭირო ხელსაწყოებისა და დანადგარების გამოყენების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ქარხნის ტერიტორიაზე ელექტრო სისტემის გამართულობის მხარდაჭერა და მონიტორინგი;
** ელექტრო დანადგარების და გაყვანილობის, შეკეთება, მონტაჟი, მონიტორინგი;
** შრომისა და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@meama.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ელექტრიკოსი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე