ეტიკეტების დამკვრელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ეტიკეტების დამკვრელი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
კომპანია ფუდსერვისი დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ადგილობრივი კვების პროდუქტების შესყიდვა, დისტრიბუცია და ლოჯისტიკა, აგრეთვე კვების პროდუქტების იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან.

ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული და სერთიფიცირებული პროდუქციით, "ფუდსერვისი" ლოჯისტიკის და დისტრიბუციის სფეროში ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციაზე ეტიკეტების განთავსების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება, თ.ჩანტლაძის #40
ანაზღაურება: გამომუშავებით, საშუალოდ 900-1000 ლარი
დასვენება: კვირაში 1 დღე.

მოვალეობები: კვების პროდუქტებზე ეტიკეტების დაკვრა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge ; გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე