დამხმარე ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: City Hotels
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
კომპანია "City Hotels", რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "City Center" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო გრაფიკი - სრული
ანაზღაურება - 500 (ხუთასი) ლარი + ბონუსები

საკვალიფიკაიო მოთხოვნები:

** სასურველია პროფესიული კურსები ბუღალტერიის მიმართულებით;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა Oris-ის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაცის მომზადება (ზედნადები/ ანგარიშ-ფაქტურა/ ინვოისი/მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება და დაარქივება;
** ბუღალტრული გატარებების (რეალიზაცია/ ხარჯები/ სალარო/ ბანკი და ა.შ ოპერაციების) შესრულება;
** დებიტორ/კრედიოტრების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მის კომპეტენციასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქმიანობის შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@cityhotels.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დამხმარე ბუღალტერი".

"City Hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: http://cityhotels.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე