გაყიდვების სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: კრისტალ ბილდინგი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
კომპანია "კრისტალ ბილდინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

შპს "კრისტალ ბილდინგი" წარმოადგენს სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას, რომელმაც მოღვაწეობა საქართველოში 2015 წლიდან დაიწყო. კომპანია ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, როგორც საცხოვრებელი, ისე სასტუმროს კომპლექსის მშენებლობის მიმართულებით. ჩვენი მიზანია კომფორტული და მყუდრო გარემოს შექმნა.

სამუშაო ადგილი მდებარეობს თბილისში, ბოჭორმის ქ. #23
სამუშაო საათები 10:00 - 18:00.
საწყისი ანაზღაურება -< b>2500 ლარი+ბონუსი.

დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სრული პროცესის დაგეგმვა
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება
** გაყიდვების პროცესის მართვა
** გაყიდვების სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა
** ფასწარმოქმნისა და ფასდაკლების პოლიტიკის შემუშავება
** გაყიდვების შედეგებზე პერიოდული ანგარიშის მომზადება
** გაყიდვების ეფექტიანობის ზრდაში უშუალო ჩართულობა
** პერიოდული ტრენინგების ჩატარება გაყიდვების სამსახურის დასაქმებულთათვის

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრიატი) ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის სფეროში
** 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** რუსული ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** დარწმუნების უნარი
** პასუხისმგებლობა
** შედეგზე ორიენტაცია
** ანალიზის უნარი
** პრეზენტაბელურობა
** დელეგირების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და კომფორტულ გარემოს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით შემდგომი გასაუბრების ეტაპის გასავლელად.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@crystalbuilding.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე